ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები
| რჩეული სტატიები | კანდიდატები | წესები და პროცედურა | სტატუსის მოხსნა | არქივი |

გთხოვთ ამ გვერდზე დაასახელოთ რჩეული სტატიის კანდიდატები. დასახელებისას სტატიას მიუწერეთ თქვენი სახელი, ამასთან ყურადღება მიაქციეთ დასახელებისთვის აუცილებელ პირობებს. ახალი კანდიდატი დაამატეთ ბოლო სტატიის შემდეგ, სექციაში მომდევნო. არჩევა ხდება კონსენსუსით. გამოიყენეთ თარგები {{ნომი}}, {{ჰო}}, {{მოიცა}}, {{არა}}. თარგის {{ჰმმ}} გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება.
ზოგადად რჩეული სტატია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:
- სტატია უნდა იყოს დასრულებული სახის (შინაარსი, ფორმატი, ბმულები, კატეგორიები).
- სტატია დაწერილი უნდა იყოს ენციკლოპედიის სტილში გამართული ენით.
- სტატიის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კილობაიტისა.
- სტატია გაფორმებული უნდა იყოს ქართულენოვანი თვალსაჩინო მასალებით: სურათი, რუკა, გრაფიკა და სხვა.
ყურადღება: სასურველია რჩეულ სტატიად გამოტანისას თემატური მონაცვლეობა დავიცვათ. რუბრიკებში სპორტი, რელიგია და მეცნიერება რჩეული სტატიების სიმწირეა.
ახალი კანდიდატის წარდგენა:
კანდიდატები
გვერდის რედაქტორს:
- რჩეულ სტატიად არჩევის შემდეგ კენჭისყრა გადაიტანეთ არქივში, ხოლო სტატიის განხილვის გვერდს დაამატეთ თარგი {{სტატიის ისტორია}}.
- თარგში ვიკიპედია:რჩეული სტატიები/ახალი გადაითამაშეთ ახალი რჩეულების მიმდევრობა.
- თარგში {{რჩეული სტატიების რაოდენობა}} გადართეთ მრიცხველი (ეს ბოტი ავტომატური არ არის).
ახალი სტატიის მთავარ გვერდზე განთავსებამდე გაეცანით გეგმას (სტატიების განახლების თარიღია ყოველი თვის 1 რიცხვი და 15 რიცხვი).
- კვამე ნკრუმა (ამჟამად მთავარ გვერდზეა)
უპირველეს ყოვლისა
სალომე ზურაბიშვილი
(ნომინაცია) გამარჯობა, ვიკიპედიელებო. აღნიშნული სტატია დიდი ხანია ვიკიპედიაზეა. მისი განახლება აქტიურად დავიწყე 2018 წლიდან და აგერ უკვე 7 წლის შემდეგ, ბევრი მომხდარი ამბით და დამატებული ინფორმაციით გამომაქვს ვიკისამსჯავროზე, რათა კიდევ ერთხელ გავეცნოთ, გადავხედოთ, შენიშვნები ვთქვათ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება გახდეს თუ არა რჩეული. მზად ვარ კონსტრუქციული შენიშვნებისთვის. ტექსტი მეტნაკლებად სრულია.— გიორგი ჩუბინიძე (განხილვა/წვლილი) 02:06, 15 სექტემბერი 2025 (UTC)
(მომხრე), ერთადერთი გაეროში ყოფნის პერიოდი თითქოს ამოვარდნილია - ხომ არ ჯობია ამ ნაწილის გაფართოება?--DerFuchs მიწერა 13:36, 16 სექტემბერი 2025 (UTC)
- ასევე, ცოტა დომხალია სურათების აღწერებში, ეს გასასწორებელია.--DerFuchs მიწერა 13:37, 16 სექტემბერი 2025 (UTC)
- @DerFuchs დიდი მადლობა სტატიის შეფასებისთვის და კონსტრუქციული შენიშვნებისთვის. აღნიშნული შენიშვნები გავითვალისწინე და უკვე ასახულია სტატიაში (როგორც გაეროში მუშაობის პერიოდი, ისე თანდართული ფოტოების აღწერა).- გიორგი ჩუბინიძე (განხილვა/წვლილი) 14:12, 16 სექტემბერი 2025 (UTC)
- ასევე, ცოტა დომხალია სურათების აღწერებში, ეს გასასწორებელია.--DerFuchs მიწერა 13:37, 16 სექტემბერი 2025 (UTC)
(მომხრე) — ქალბატონი პრეზიდენტი, ნამდვილად იმსახურებს, რჩეულებში ყოფნას. --შალვა მინდაძე
(მომხრე) --M. (განხილვა/წვლილი) 05:01, 23 სექტემბერი 2025 (UTC)
(მომხრე) -ზურა 6446 14:25, 3 ნოემბერი 2025 (UTC)
(მომხრე) — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 07:18, 3 იანვარი 2026 (UTC)
(მომხრე)—მომხმარებელი: ლაზარე ზანგური
უილიამ ბლეიკი
(ნომინაცია) — ახლახანს დარედაქტირებული სტატია უმნიშვნელოვანეს ინგლისელ პოეტზე და ფერმწერზე. სტატია არის ვრცელი, ინფორმაციული, ახლავს მრავალი წყარო და მაღალი ხარისხის, რელევანტური ილუსტრაციები. ლიტერატურასთან დაკავშირებული სტატიები რჩეულებში არც ისე ბევრია. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 09:19, 2 იანვარი 2026 (UTC)
(მომხრე).--DerFuchs მიწერა 09:45, 2 იანვარი 2026 (UTC)
(მომხრე) --Wiki - ჯაბა 07:51, 3 იანვარი 2026 (UTC)
(მომხრე)--ჯეო (განხილვა/წვლილი) 17:47, 13 აპრილი 2026 (UTC)
მომდევნო
შვედეთი
(ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:34, 29 ოქტომბერი 2020 (UTC)
ვარშავის ისტორია
(ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 08:53, 24 იანვარი 2021 (UTC)
ჯუმათის მონასტერი
(ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:10, 24 თებერვალი 2021 (UTC)
რობერტ ლევანდოვსკი
(ნომინაცია)----ჯეო2007განხილვაწვლილი 09:43, 13 სექტემბერი 2023 (UTC)
ბენიამინ ჩხიკვიშვილი
(ნომინაცია) - --M. (განხილვა/წვლილი) 14:36, 23 ნოემბერი 2023 (UTC)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალი
(ნომინაცია) - ერთის მხრივ, ფინალისთვის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა, ამას ემატება ისიც, რომ სტატია აქტუალურ მიმდინარე მოვლენას ეხება. მივიღებ ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას, გამიხარდება თუ სხვა მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება ამ სტატიის დამუშავება/კორექტირება, პატივისცემით ----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:47, 15 ივლისი 2024 (UTC)
ჟან სიბელიუსი
(ნომინაცია) – განახლებული სტატია ფინელი კომპოზიტორის შესახებ. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 10:04, 18 აგვისტო 2024 (UTC)
გურიის რესპუბლიკა
(ნომინაცია) – სტატია რჩეულია ჩინურ და ინგლისურ ვიკიპედიებში, მაგრამ ეს სტატია ნათარგმნი არ არის და მათთან შედარებით უფრო სრულყოფილია --M. (განხილვა/წვლილი) 09:51, 27 ნოემბერი 2024 (UTC)
ნოე ჟორდანია
(ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 09:55, 10 იანვარი 2021 (UTC)
კომენტარი: - ,,დაჭაბუკებული რეჯები დაბრუნდა ლანჩხუთში, მაგრამ მისმა ნათესავებმა არ მიიღეს... რეჯებმა დაიწყო ბრძოლა საკუთარი მამულისთვის და ნათესავებს საბოლოოდ გამოსთხოვა ლანჩხუთში დასახლების უფლება. მას მიუჩინეს ეკალ-ნარიანი ადგილი, რომელიც რეჯებმა გაკაფა...” - როგორ ფიქრობთ, ასეთ ტექსტს რაიმე ენციკლოპედიური მნიშვნელობა აქვს? მხატვრული ლიტერატურა ასე არ გადმოგვაქვს ვიკიპედიაში. ასევე რაც ერთი შეხედვით ჩანს გასაზრდელია სტატიის შესავალი ტექსტი, მხატვრული პასაჟები ტექსტიდან ამოსაღებია. პიროვნების ცხოვრების ცალკეული ეტაპები ცალკეა გამოსაყოფი და რაც ყველაზე მთავარია - დიდი ტექსტია და სათანადო სქოლიოებით არაა დამოწმებული. ამ სახით რჩეულზე წარდგენაც კი არ შეიძლება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:13, 10 იანვარი 2021 (UTC)- ამ ეტაპზე ნაადრევია. სტატია სტილისტურად გასამართია, მისი შესავალი გასავრცობია.--Melberg მიწერა 19:19, 15 იანვარი 2021 (UTC)
გურიის აჯანყება
(ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)
კომენტარი: - სტატია არაა სქოლიოებით გამართული. რჩეულ სტატიას ვერ ექნება ორი სქოლიო. მითითებული ლიტერატურა ჩასვით ტექსტში სქოლიოს სახით. რომელი ფრაზა, თუ მთლიანი ტექსტი რომელი წიგნიდან გაქვთ გამოყენებული. მაგალითად წიგნი ,,გურული ვ., „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)“, ტ. I, თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2017, ISBN 978-9941-953408” ჩემი აკრეფილია. ბატონ ვახტანგ გურულს და მე ამიტომ არ გვიწვალია, რომ ჩვენი შრომის შედეგი (რაც აქედან გაქვთ აღებული სტატიაში) სქოლიოთი არ მიუთითონ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)
(წინააღმდეგი) — მიუხედავად მითითებისა, სტატია არაა გამართული წყაროებით და ფაქტიურად, ერთ წყაროს ეყრდნობა, არსადაა წყაროს მითითებები ტექსტის შიგნით. ვერ აკმაყოფილებს არათუ რჩეულის, არამედ კარგი სტატიის მოთხოვნებსაც. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:45, 30 მაისი 2023 (UTC)
ბრუნუ ფერნანდეში
(ნომინაცია) - ინფორმატიულად მდიდარი სტატიაა, მგონია რომ მკითხველამდე მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიიტანს. საფეხბურთო თემატიკაზე ასეთი მოცულობის სტატიები არც თუ ისე ბევრი გვაქვს. ველოდები შენიშვნებს, კომენტარებს----ჯეო2007განხილვაწვლილი 12:59, 21 ივლისი 2022 (UTC)
(წინააღმდეგი) სტატია ჯერ დასამოწმებელია, ვფიქრობ დარღვევაა ამ სტატიის წარდგენა კანდიდატად. დამოწმება კი ხდება მას შემდეგ რაც შემმოწმებლები გადახედავენ და სტატიას ჩათვლიან დამოწმების ღირსად. --Wiki - ჯაბა 17:47, 21 ივლისი 2022 (UTC)
- @Jaba1977: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)
(მოიცადეთ) დაველოდოთ დამოწმებას. --ზურა 6446 09:31, 23 ივლისი 2022 (UTC)
- @ზურა6446: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)
ჰილდა დულიტლი
(ნომინაცია) — უმაღლესი სტანდარტის ბიოგრაფიული სტატია უმნიშვნელოვანესი მოდერნისტი პოეტის შესახებ. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 16:03, 9 იანვარი 2026 (UTC)
აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალები
(ნომინაცია) - ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სტატია სამხედრო დანაყოფების შესახებ ქართულ ვიკიპედიაში.--ზურა 6446 15:22, 18 იანვარი 2026 (UTC)
(მოიცადეთ) — სტატია ენობრივად გასამართია, მოსაყვანია შესაბამისობაში ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიასთან; ზოგიერთი ინფორმაცია მცდარია, ზოგიერთი წყაროს ლინკი არ იხსნება. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 11:43, 20 იანვარი 2026 (UTC)
ირაკლი წერეთელი
(ნომინაცია) - სტატია რჩეულია ინგლისურ და ესპანურენოვან ვიკიპედიებში, თუმცა ეს სტატია დამატებით შევსებულია ქართულენოვანი წყაროებით --M. (განხილვა/წვლილი) 05:26, 24 თებერვალი 2026 (UTC)
ფალსტაფი (ოპერა)
(ნომინაცია) — ახალი სტატია ვერდის უკანასკნელი ოპერის შესახებ. სტატია რჩეულია ინგლისურ ვიკიპედიაში, ეყრდნობა უმაღლესი აკადემიური ხარისხის წყაროებს და ლიტერატურას. დამატებულია ვიზუალური მასალა და დისკოგრაფია სხვა ვიკიპედიებიდან. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 06:23, 15 მარტი 2026 (UTC)
