close
შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 195 221 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 264 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.

თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

BERJAYA

ახალი „რჩეულები“

BERJAYA
კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.


ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.

ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.

ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.

2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.


კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.
კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.


სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან
სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან

არადეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.

არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.

სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.

BERJAYA

გეოგრაფია

კავკასია
კავკასია

კონტინენტები და სუბრეგიონები: აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა · ლათინური ამერიკა · აზია

წყლები: ბორჯომი (წყალი) · ბაიკალი · პანამის არხი · შავი ზღვა · კასპიის ზღვა · წყნარი ოკეანე

ბუნება და ლანდშაფტი: აღდგომის კუნძული · ალპები · მაჩუ-პიქჩუ · გეომორფოლოგია · კარპატები · ახალი ათონის მღვიმე · ტამბორა · კავკასიონი

მოგზაურები, ექსპედიციები: ტერა-ნოვას ექსპედიცია

ქვეყნები: თურქეთი · ავსტრალია · კუბა · ბაჰამის კუნძულები · მარშალის კუნძულები · აზერბაიჯანი · ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა · გაეროს წევრი სახელმწიფოები

საქართველო: თავისუფლების მოედანი · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი · დვალეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · თბილისი · თელ-ავივი · ლიმა · ბარსელონა · რიო-დე-ჟანეირო · ზალცბურგი · სანქტ-პეტერბურგი · რომი · სტამბოლი · ტრაპიზონი · ანკარა· სალონიკი

დასახლებები, უბნები: ჰარლემი · არადეთი

BERJAYA

ისტორია

BERJAYA

პიროვნებები: ჯუზეპე გარიბალდი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი · ვახტანგ VI · ოქტავიანე ავგუსტუსი · ადოლფ ჰიტლერი · ნევილ ჩემბერლენი · დომიციანე · მამედ ემინ რასულზადე · ელიზაბეტ დე ვალუა · ხლოდვიგ I · მიხეილ სუსლოვი · კალვინ კულიჯი · ანა ბრეტონელი · კაროლინა მატილდა ბრიტანელი · ატილა · სუკარნო · კვამე ნკრუმა

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა · გრძელი დანების ღამე · ოპერაცია ნეპტუნი · ხაშამის ბრძოლა · სლოვიანსკის ალყა · სოჭის კონფლიქტი

BERJAYA

ძველი: რომის რესპუბლიკა · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · რომის იმპერატორების სია · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი · მესოამერიკის ქრონოლოგია · ერებუნი

შუა: საღვთო რომის იმპერია · ბიზანტიის იმპერია

ახალი: ლონდონის დიდი ხანძარი

1900–1945: ტფილისის ბანკის ძარცვა · ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია · ყირიმელი თათრების დეპორტაცია

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა

არქეოლოგია: შუა საუკუნეების ქართული მინა · ტეოტიუაკანი · როზეტის ქვა

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია · იმერეთის სამეფო · გურიის სამთავრო

BERJAYA

მეცნიერება

BERJAYA

პიროვნებები: აკაკი შანიძე · ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები · დავით უკლება · ალექსანდრე ჯავახიშვილი

ენათმეცნიერება: ბულგარული ენა · ეგვიპტური იეროგლიფები

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: ტუნგუსკის მეტეორიტი · ვარსკვლავი · მზე · პლანეტა · მზის სისტემა · გალაქტიკა · დიდი აფეთქება · გრიგორიანული კალენდარი

ფაუნა: დიდი ოყარი

BERJAYA

ტექნიკა

BERJAYA

ბიოლოგია: დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · ვიტამინი D · ევოლუცია

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი) · მათემატიკა · სამკუთხედი

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25 · M270

BERJAYA

რელიგია და მითოლოგია

BERJAYA

პერსევსი · თესევსი · არგონავტები · მედეა · ილია II · წმინდა ნიკოლოზი · სურამისა და ხაშურის ეპარქია · კათოლიციზმი

BERJAYA

სპორტი

ბიატლონი
ბიატლონი

დინამო თბილისი · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · რონალდინიო · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · პელე · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი · ჰაქიმ ზიეში

BERJAYA

საზოგადოება

BERJAYA

პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია) · აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) · ნიუ-იორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები (2009)

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

BERJAYA

პიროვნებები: ექვთიმე თაყაიშვილი · დიმიტრი ყიფიანი · მზია ამაღლობელი

ფილოსოფია: სოკრატე · სტოიციზმი

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: აფხაზები · ოჯიბვე

გართობა: The Sims 2

კულინარია: ბრაუნშვაიგის მუმე

BERJAYA

ხელოვნება და კულტურა

BERJAYA

პიროვნებები: დავით გურამიშვილი · ტერენტი გრანელი · თედორე დოსტოევსკი · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

რადიო, კინო, ტელევიზია: ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე · გრიფინები · ჯანგო გათავისუფლებული · მანდალორელი · რევანი

თეატრი: რუსთაველის თეატრი

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სტალინისტური არქიტექტურა · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა · დოლისყანა · პარეხი · მრავალძალი

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ · ვეფხისტყაოსანი · მრისხანების მტევნები

BERJAYA

მუსიკა: კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · The Beatles · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები · ლედი გაგა · როჯერ უოტერსი · ზემფირა · ჯონი კეში

კლასიკური მუსიკა: ნიბელუნგის ბეჭედი · კურთხეული გაზაფხული · ტოსკა · XX საუკუნის კლასიკური მუსიკა · პარსიფალი · ტრისტან და იზოლდა

კლასიკური კომპოზიტორები: კლოდ დებიუსი · იგორ სტრავინსკი · დიმიტრი შოსტაკოვიჩი · ფერენც ლისტი · რიხარდ ვაგნერი · ბენჯამინ ბრიტენი · გუსტავ მალერი · მორის რაველი · არნოლდ შონბერგი · რიხარდ შტრაუსი · პიერ ბულეზი · გეორგ შოლტი · ოლივიე მესიანი