უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026
მოცემულ სტატიაში „უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026“ აღწერილია მიმდინარე მოვლენები. ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ხარვეზებს. ამჟამად თქვენ უყურებთ ვერსიას, რომლის ბოლო რედაქტირების დროა: 2026 წლის 21 აპრილი, 14:42 (UTC) (ქეშის გასუფთავება). |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ადგილების გადანაწილება ეროვნულ ასამბლეაში ცისფრად – ტისა; ნარინჯისფრად – ფიდესი; მწვანედ – „ჩვენი სამშობლო“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2026 წლის უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები — უნგრეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2026 წლის 12 აპრილს. ეს რიგით მეათე საპარლამენტო არჩევნებია, მას შემდეგ რაც უნგრეთში თავისუფალი არჩევნები აღდგა. ასამბლეაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 100 მანდატია საჭირო, ხოლო კვალიფიცური უმრავლესობისთვის – 133. არჩევნების დღისთვის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც ქვეყანას 2010 წლიდან მართავდა, მის მთავარ კონკურენტად კი ოპოზიციური პარტია „ტისა“ და მისი ლიდერი პეტერ მადიარი მოიაზრებოდნენ. ასამბლეის 199 წევრიდან 106 მაჟორიტარული წესით აირჩევა. „ტისამ“ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით არჩევნებში გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.[2]
გაზეთ „Politico“-ს ევროპულმა ოფისმა მოვლენა ევროკავშირის 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად შეაფასა.[3] „დოიჩე ველემ“ კი არჩევნებს „რეფერნდუმი“ უწოდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, მიისწრაფვოდა უნგრეთი „ავტორიტარიზმისა“ და რუსული კურსისკენ, თუ ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ შემობრუნდებოდა.[4]
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ფიდესის“ ლიდერმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
კამპანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრეთის მთავრობამ უკრაინა არჩევნებში ჩარევასა და უნგრეთის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.[5] უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა რომ ერთი პიროვნება (რომელშიც სავარაუდოდ ორბანი იგულისხმებოდა) უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სესხს ვეტოს არ დაადებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენსკიმ განაცხადა რომ „მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს, რომლებიც ამ პიროვნებას თავიანთ ენაზე დაელაპარაკებიან“.[6] განცხადება დაგმეს ოპოზიციონერმა პეტერ მადიარმა,[7] ევროკომისიამ[8] და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.[9]
15 მარტს უნგრეთის 1848 წლის რევოლუციის წლისთავზე გამართულ დემონსტრაციაზე პეტერ მადიარმა ორბანი „ღალატში“ დაადანაშაულა. მისი თქმით ორბანი ქვეყანაში რუს აგენტებს იწვევს, რათა ისინი არჩევნებში „ფიდესის“ კოალიციის სასარგებლოდ ჩაერიონ.[10]
მხარდაჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ,[11] რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,[12] პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ,[13] სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა,[14] ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ,[11] იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ,[11] სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ,[15] საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.[16] ორბანს ასევე მხარი დაუჭირა არაერთმა მემარჯვენე პოლიტიკოსმა, მათ შორის იგორ დოდონმა, მილორად დოდიკმა და მარინ ლე პენმა.
პეტერ მადიარს მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა,[17] ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ,[18] ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკო სტეფანუტამ,[19] უნგრეთის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების ზოგიერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა, ევროპის სახალხო პარტიამ, ევროპის მწვანეთა პარტიამ,[20] ევროპის დემოკრატიულმა პარტიამ, „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის“ და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა.
სარჩევნო დღე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში აკვირდებოდნენ პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით – გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ჭყონია.[21]
აქტივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]07:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 3,46% (260 556 ამომრჩეველი) შეადგინა.
09:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16,89% (1 271 768 ამომრჩეველი) შეადგინა.
11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 37,98% (2 858 892 ამომრჩეველი) შეადგინა.
13:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 54,14% (4 075 272 ამომრჩეველი) შეადგინა.
15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66,01% (4 968 713 ამომრჩეველი) შეადგინა.
17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 74,23% (5 587 935 ამომრჩეველი) შეადგინა.
18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80% (5 856 515 ამომრჩეველი) შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 79,56% (5 988 778 ამომრჩეველი) შეადგინა.
| მედიე | 7:00 | 9:00 | 11:00 | 13:00 | 15:00 | 17:00 | 18:30 | ჯამი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ბაჩ-კიშკუნის მედიე | 3.66% | 18.53% | 39.17% | 53.09% | 64.15% | 72.29% | 75.71% | 77.19% |
| ბარანიის მედიე | 3.43% | 16.72% | 37.33% | 51.93% | 63.67% | 72.15% | 75.67% | 77.52% |
| ბეკეშის მედიე | 3.70% | 18.61% | 40.69% | 54.66% | 65.17% | 72.07% | 75.07% | 76.64% |
| ბორშოდ-აბაუი-ზემგლენის მედიე | 2.75% | 14.13% | 33.69% | 44.81% | 60.08% | 68.13% | 71.92% | 73.74% |
| ბუდაპეშტი | 3.45% | 15.96% | 36.98% | 56.77% | 69.23% | 77.18% | 80.96% | 83.10% |
| ჩონგრადის მედიე | 3.40% | 17.67% | 39.50% | 55.23% | 66.31% | 74.19% | 77.73% | 79.55% |
| ფეიერის მედიე | 3.45% | 17.97% | 39.95% | 55.98% | 67.59% | 75.82% | 79.32% | 81.11% |
| დიორ-მოშონ-შოპრონის მედიე | 3.50% | 17.29% | 39.48% | 55.21% | 68.38% | 78.19% | 81.95% | 83.45% |
| ჰაიდუ-ბიჰარის მედიე | 3.87% | 17.73% | 37.49% | 52.26% | 63.33% | 71.22% | 74.81% | 76.61% |
| ჰევეშის მედიე | 3.39% | 17.11% | 38.10% | 54.02% | 65.15% | 73.08% | 76.66% | 78.37% |
| იას-ნადკუნ-სოლნოკის მედიე | 3.66% | 18.35% | 39.22% | 53.09% | 63.30% | 70.77% | 73.99% | 75.76% |
| კომარომ-ესტერგომის მედიე | 3.44% | 17.14% | 38.81% | 54.48% | 66.09% | 74.36% | 77.91% | 79.54% |
| ნოგრადის მედიე | 2.97% | 15.09% | 35.54% | 50.49% | 62.21% | 70.34% | 74.16% | 76.10% |
| პეშტის მედიე | 3.97% | 18.01% | 40.10% | 58.01% | 69.67% | 77.58% | 80.96% | 82.55% |
| შომოდის მედიე | 3.36% | 16.86% | 37.73% | 52.00% | 64.17% | 72.48% | 75.87% | 77.37% |
| საბოლჩ-სატმარ-ბერეგის მედიე | 2.84% | 14.52% | 33.10% | 47.62% | 60.33% | 68.91% | 72.62% | 74.36% |
| ტოლნის მედიე | 3.64% | 18.61% | 39.50% | 52.54% | 63.80% | 72.28% | 75.86% | 77.61% |
| ვაშის მედიე | 3.10% | 15.92% | 36.97% | 52.83% | 67.17% | 77.66% | 81.56% | 83.49% |
| ვესპრემის მედიე | 3.42% | 17.34% | 39.45% | 54.96% | 67.63% | 76.43% | 79.86% | 81.32% |
| ზალის მედიე | 2.98% | 15.77% | 37.41% | 52.84% | 66.43% | 75.59% | 79.22% | 80.77% |
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.[23] პეტერ მადიარის განცხადებით ვიქტორ ორბანი მას ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.
| საარჩევნო სუბიექტი | პარტიული სია | მაჟორიტარული | მანდატები სულ | +/– | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ხმები | % | მანდატები | ხმები | % | მანდატები | ||||
| ტისა | 3 385 890 | 53,18% | 45 | 3 333 415 | 55,26% | 96 | 141 | ახალი | |
| ფიდესი—ქდსპ | 2 458 337 | 38,61% | 42 | 2 215 225 | 37,72% | 10 | 52 | ||
| ჩვენი სამშობლო | 358 372 | 5,63% | 6 | 345 252 | 5,72% | 0 | 6 | ||
| დემოკრატიული კოალიცია | 70 298 | 1,10% | 0 | 65 302 | 1,08% | 0 | 0 | ||
| უნგრეთის ორკუდა ძაღლის პარტია | 51 965 | 0,82% | 0 | 38 924 | 0,65% | 0 | 0 | ||
| ბოშათა ეროვნული თვითმმართველობა | 19 203 | 0,30% | 0 | 0 | |||||
| გერმანელთა ეროვნული თვითმმართველობა | 18 419 | 0,29% | 0 | 0 | |||||
| ხორვატთა ეროვნული თვითმმართველობა | 1 307 | 0,02% | 0 | 0 | |||||
| სლოვაკთა ეროვნული თვითმმართველობა | 902 | 0,01% | 0 | 0 | |||||
| რუმინელთა ეროვნული თვითმმართველობა | 512 | 0,01% | 0 | 0 | |||||
| რუსინთა ეროვნული თვითმმართველობა | 440 | 0,01% | 0 | 0 | |||||
| უკრაინელთა ეროვნული თვითმმართველობა | 379 | 0,01% | 0 | 0 | |||||
| სლოვენთა ეროვნული თვითმმართველობა | 179 | 0,00% | 0 | 0 | |||||
| ბერძენთა ეროვნული თვითმმართველობა | 159 | 0,00% | 0 | 0 | |||||
| პოლონელთა ეროვნული თვითმმართველობა | 147 | 0,00% | 0 | 0 | |||||
| სომეხთა ეროვნული თვითმმართველობა | 116 | 0,00% | 0 | 0 | |||||
| ბულგარელთა ეროვნული თვითმმართველობა | 108 | 0,00% | 0 | 0 | |||||
| იობიკი | 7 832 | 0,13 | 0 | 0 | |||||
| უნგრეთის მუშათა პარტია – სოლიდარობის პარტია | 4 187 | 0,07 | 0 | 0 | |||||
| ნორმალური ცხოვრების პარტია | 328 | 0,01 | 0 | 0 | |||||
| ცენტრისტული პარტია | 249 | 0,00 | 0 | 0 | |||||
| წმინდა გვირგვინის ქვეყნების ეროვნული გაერთიანების მოძრაობა | 247 | 0,00 | 0 | 0 | |||||
| უნგრეთის სამართლიანობისა და სიცოცხლის პარტია[ა] | 196 | 0,00 | 0 | 0 | |||||
| LMP – უნგრეთის მწვანეთა პარტია | 163 | 0,00 | 0 | 0 | |||||
| მიმართულების პარტია | 109 | 0,00 | 0 | 0 | |||||
| დამოუკიდებლები | 20 967 | 0,35 | 0 | 0 | |||||
| სულ | 6 366 733 | 100,00% | 93 | 6 032 396 | 100,00% | 106 | 199 | ||
| წყარო: უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია | |||||||||
არჩევნების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც არაერთმა მედია გამოცემამ მადიარი გამარჯვებულად გამოაცხადა, ორბანმა მას ტელეფონით დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.[24][25] გამოცხადებული შედეგები დაახასიათეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი, მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი ორბანის „რეჟიმისგან“ გათავისუფლდა.[26] ორბანის 2022 წლის საარჩევნო სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ მადიარმა განაცხადა: „შესაძლოა, ჩვენი გამარჯვება მთვარიდან არ ჩანს, მაგრამ იგი შეიმჩნევა მთელ უნგრეთში“.[27]
საერთაშორისო რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.[28] პეტერ მადიარს ასევე გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა „წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.“[29]
ილონ მასკმა, X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა რომ ორბანის დამარცხებაზე პასუხისმგებელი ჯორჯ სოროსი იყო. მასკის განცხადება გააშუქა რუსულმა სახელმწიფო მედია TASS-მა.[30]
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მსგავსი სახელის პარტია უნგრეთის პოლიტიკურ წარსულში უკვე არსებობდა, თუმცა სახელის მიუხედავად, ისინი ერთსა და იმავე ძალას არ წარმოადგენენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია – აქტივობა
- ↑ „უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტია "ტისამ" გაიმარჯვა“. რადიო თავისუფლება. 12 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2026.
- ↑ Jochecová, Ketrin; Griera, Max (15 იანვარი 2026). „Hungary: 5 key questions about the EU's most important election of 2026“. Politico Europe.
- ↑ Hungary's Historic Election: Russia or the EU? | DW News. 2026-03-27. https://www.youtube.com/watch?v=yt4nRGxo3iA.
- ↑ Nick Thorpe. (12 მარტი 2026) War in Ukraine spills into Hungarian election campaign. BBC. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2026
- ↑ Zadorozhnyy, Tim (5 მარტი 2026). „Orban threatens force over oil dispute; Zelensky says Ukrainian army could 'speak' to one EU funds blocker“. The Kyiv Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 მარტი 2026.
- ↑ Mared Gwyn Jones. (6 მარტი 2026) Newsletter: Orbán-Zelenskyy dispute spirals to new heights. Euronews. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2026
- ↑ Fortuna, Gerardo (6 მარტი 2026). „EU blasts Zelenskyy over veiled threat against Orbán“. Politico. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2026.
- ↑ „EU-Ratspräsident rügt Selenskyj für "unangemessene" Äußerung gegenüber Orbán“. Die Welt (გერმანული). 16 მარტი 2026. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2026.
- ↑ Zsiros, Sandor. (16 მარტი 2026) Magyar: Orbán zdradził wolność Węgier, wciągając w wybory rosyjskie służby pl. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2026
- 1 2 3 Europe's right-wing elite (and Netanyahu) endorse Orbán in Hungary election race en. POLITICO. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2026
- ↑ Putin Endorses Orbán, Says Majority of Hungarians Will Vote for Him in 2026 en. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2025
- ↑ Poland's Nawrocki, Hungary’s Orban meet in Budapest en (23 მარტი 2026). ციტირების თარიღი: 23 მარტი 2026
- ↑ Aleksandar Vučić: Nem tudom, hogy Orbán Viktor nyer vagy veszít-e, de mindent köszönök hu. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2026
- ↑ Fico fél az esetleges magyar kormányváltástól hu. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2026
- ↑ „ირაკლი კობახიძე - მადლობა ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მისი გაბედული ბრძოლა რომ არა, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი იდენტობის დაცვა“. პირველი არხი. 21 მარტი 2026. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2026.
- ↑ Origo. (1 ნოემბერი 2025) Magyar Péter szövetségese nyíltan fenyeget, elszabadult az erőszak hu. Mediaworks Hungary Zrt.. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2026
- ↑ Na rozdíl od premiéra věřím, že se zítra Viktor Orbán dočká porážky. Bude to pak znamenat začátek konce populismu ve střední Evropě – a Andrej Babiš ztratí spojence, který je zároveň přítelem Vladimira Putina. cs. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2026
- ↑ Premierul Ungariei, Viktor Orban, se ceartă cu Nicu Ștefănunță și îi atrage atenția despre situația României. Ce transmite liderul de la Budapesta ro (12 მარტი 2026).
- ↑ European Greens. (8 აპრილი 2026) Whose interests does Viktor Orbán really defend? 🧐. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2026
- ↑ „უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები აკვირდებიან“. რადიო თავისუფლება. 10 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2026.
- 1 2 Nemzeti Választási Iroda - Országgyűlési Választás 2026. hu (12 აპრილი 2026).
- ↑ Hungary election: Trump ally Viktor Orbán concedes defeat after 16 years as prime minister. CNN (12 აპრილი 2026).
- ↑ „Hungary election results live: Orban concedes to Magyar's Tisza after projections show opposition winning two thirds majority“. Reuters. 12 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2026.
- ↑ „Hungarian Prime Minister Viktor Orbán concedes defeat after 'painful' election result“. MS NOW. Associated Press. 12 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: აპრილი 12, 2026.
- ↑ „Magyar Says Hungary Has Been Freed From Orban's System“. Bloomberg News. 12 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2026.
- ↑ Krupa, Jakub (12 აპრილი 2026). „Hungary election live: Viktor Orbán concedes defeat in Hungarian election after 16 years in power“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2026.
- ↑ European leaders congratulate Magyar on election win (12 აპრილი 2026). ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2026
- ↑ „“ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას“ - ირაკლი კობახიძე“. Ambebi.ge. 13 აპრილი 2026. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2026.
- ↑ Elon Musk says Soros organization seizes power in Hungary after elections. ციტირების თარიღი: 2026-04-13
