პეტერ მადიარი
| პეტერ მადიარი | |
ოფიციალური ფოტო, 2024 | |
| უნგრეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 9 მაისი, 2026 |
| პრეზიდენტი | ტამაშ შუიოკი |
| წინამორბედი | ვიქტორ ორბანი |
პარტია ტისას ლიდერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 22 ივლისი, 2024 – დღემდე | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ზოლტან ტარი, მარკ რადნაი, აგნეს ფორშტოფერი |
| წინამორბედი | ატილა საბო |
| დაბადებული | 16 მარტი, 1981 ბუდაპეშტი, უნგრეთი |
| ეროვნება | უნგრელი |
| პოლიტიკური პარტია | ტისა (2024-დან) |
| მეუღლე | ჯუდით ვარგა (2006-2023) |
| შვილები | 3 |
| განათლება | პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, დიპლომატი, იურისტი |
| ხელმოწერა | |
პეტერ მადიარი (უნგრ. Péter Magyar; დ. 16 მარტი, 1981) — უნგრელი პოლიტიკოსი და იუსრისტი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 2026 წლი 9 მაისიდან. 2024 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი და პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ (Tisza) თავმჯდომარე. 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი.[1]
უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ყოფილმა წევრმა და იუსტიციის ყოფილ მინისტრის, იუდით ვარგას ექს-მეუღლემ, მადიარმა საყოველთაო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 2024 წლის თებერვალში, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, საჯაროდ განაცხადა ყველა სამთავრობო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკიდურესად უკმაყოფილო იყო ქვეყნის მართვის იმ მეთოდებით, რომლებსაც „ფიდესი“ იყენებდა.
2024 წლის 15 მარტს მან განაცხადა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის სურვილის შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ როგორც მთავრობით, ისე არსებული ოპოზიციით. იგი სათავეში ჩაუდგა მანამდე უცნობ პარტიას „პატივისცემა და თავისუფლება“ (Tisztelet és Szabadság; TISZA) და ქვეყნის ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ ლიდერად იქცა. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა პარტიამ თითქმის 30 %-ით მეორე ადგილი დაიკავა „ფიდესის“ შემდეგ, რაც 2006 წლის შემდეგ ნებისმიერი არა-სამთავრობო პარტიისთვის მიღებული ხმების ყველაზე მაღალი რაოდენობა და პროცენტია. იგი საკუთარ თავს „კრიტიკულ“ პროევროპელად და კონსერვატორ-ლიბერალად მიიჩნევს.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Viktor Orbán concedes with Hungarian opposition on course for landslide election win. BBC (12 April 2026).
- ↑ Kokot, Michał. (12 August 2025) Rzucił wyzwanie Orbánowi i ma szansę wygrać. W rozmowie z "Wyborczą" jasno mówi o Polsce, Węgrzech i Ukrainie pl. ციტირების თარიღი: 12 August 2025
