უილიამ პიტი (უმცროსი)
| უილიამ პიტი უმცროსი William Pitt the Younger | |
| გაერთიანებული სამეფოს მე-16 პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 19 დეკემბერი, 1783 – 14 მარტი, 1801 | |
| მონარქი | ჯორჯ III |
| წინამორბედი | უილიამ კავენდიში-ბენტინკი, პორტლანდის ჰერცოგი |
| მემკვიდრე | ჰენრი ადინგტონი |
გაერთიანებული სამეფოს 18-ე პრემიერ-მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 მაისი, 1804 – 23 იანვარი, 1806 | |
| მონარქი | ჯორჯ III |
| წინამორბედი | ჰენრი ადინგტონი |
| მემკვიდრე | უილიამ გრენვილი |
| დაბადებული | 28 მაისი, 1759 ჰეისი, კენტი |
| გარდაცვლილი | 23 იანვარი, 1806 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
| ეროვნება | ბრიტანელი |
| პოლიტიკური პარტია | ტორი |
უილიამ პიტი უმცროსი (დ. 28 მაისი, 1759 — გ. 23 იანვარი, 1806) — XVIII-XIX საუკუნეების ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, უილიამ პიტი უფროსის შვილი.
1783 წელს, 24 წლის ასაკში, გახდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. მან დაკავებული თანამდებობა 1801 წელს დატოვა, თუმცა კვლავ დაიკავა 1804 წელს და შეინარჩუნა 1806 წლამდე, გარდაცვალებამდე. პრემიერ-მინისტრობის პარალელურად მას ეკავა ხაზინის კანცლერის თანამდებობა.
გაატარა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის ინდოეთის მმართველობის რეფორმა (1784). 1786 წელს საფრანგეთთან დადო სავაჭრო ხელშეკრულება. იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი კოალიციისა, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის რესპუბლიკისა და იმპერიის წინააღმდეგ. უილიამ პიტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი დაემთხვა ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, საფრანგეთის რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ პიტი უმცროსი“ ვიკისაწყობში.- უილიამ პიტი უმცროსი დაარქივებული 2008-08-25 საიტზე Wayback Machine. - 10 Downing Street
