ვიკიპედია:ადმინისტრატორები/მიმართვა
| მიმართვა | ქართული ვიკიპედიის ადმინებისთვის მიმართვის გვერდი. | |
|---|---|---|
მიმართვა კონტროლი ეს გვერდი განკუთვნილია ქართული ვიკიპედიის ადმინებისთვის მიმართვისთვის. |
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში ნებისმიერ საკითხზე მოქმედი ადმინებისთვის მიმართვის, რაც საჭიროებს ადმინთა ჩართვას. ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ადმინებს ამ გვერდზე. თუმცა, ამ გვერდის რეგულარულმა არამიზნობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით შეუსაბამო საკითხების განსახილველად, შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის დაბლოკვა ადმინისტრატორის მხრიდან. მოგვმართეთ, თუ გჭირდებათ:
|
ასევე:
|
"არ ნუვო" და არა "არტ-ნუვო"
[წყაროს რედაქტირება]მოგესალმებით,
ქართულ ვიკიპედიაში „არტ-ნუვოს“ ტექსტის დიდი ნაწილი, რაც საქართველოს ნიმუშებს ეხება, ჩემი 2001 წლის ფოტოგამოფენის „მოდერნი თბილისში - Art Nouveau in Tbilisi“ კატალოგის წინათქმიდან არის გადმოწერილი. თუმცა ამის ავტორებმა ტექსტში აღნიშნული საერთაშორისო ტერმინის „არ ნუვოს“ ნაცვლად რატომღაც „არტ-ნუვო“ დაწერეს. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია მინდოდა მომემართა ქართული ვიკიპედიისთვის, რადგან დაუშვებლად მიმაჩია სტილის საერთაშორისო ტერმინის შეცდომით დამკვიდრება.
რაც შეეხება ამ სტილს - ის მე-19 ს-ია ბოლოს გაჩნდა ევროპაში და სხვადასხვა სახელით სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში. საქართველოში, რუსეთის გავლენით, ის დამკვდრდა სახელით „მოდერნი“. 2000 წლებიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სტილის საერთაშორისო ტერმინი - ფრანგული სიტყვა Art Nouveau, რაც ქართულ ვიკიპედიაში (და ზოგიერთ სხვა ქართულ საიტზეც) მოცემულია სიტყვით „არტ-ნუვო“, რაც შეცდომაა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ეს შეცდომა ადრე მეც დავუშვი, როცა სტატია გამოვაქვეყნე 1998 წელს (თბილისმა დაკარგა კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი. ყოველკვირეული ჟურნალი “ეპოქა”, N5. 1998), სადაც მიწერია „არტ ნუვო“, თუმცა, 2000 წელს, როცა ვამზადებდი ჩემ პირველ ფოტო გამოფენას და მის ქართულ-ინგლისურ კატალოგს, საერთაშორისო და აქაური კოლეგების, აგრეთვე, ენათმეცნიერების რჩევით ქართულ ტექსტში დავწერე „არ ნუვო“ დეფისის გარეშე, და მას შემდეგ ეს შეცდომა აღარ დამიშვია. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ალოგიკურია, როცა ფრანგული ტერმინის ორი სიტყვიდან ერთს ინგლისურად იძახი (არტ) და მეორეს ფრანგულად (ნუვო). ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანია ისე დავწეროთ, როგორც გამოითქმის, თუმცა არა „აღ ნუვო“, არამედ „არ ნუვო“, რადგან სიტყვაში „r“ წერია.
მსგავს შემთხვევებში, საკუთარ ენაზე, ძალიან ბევრი ქვეყანა წერს „არ ნუვო“-ს, თუმცა არის გამონაკლისებიც.
1983 წელს ჩემი სადიპლომო ნაშრომი იყო „მოდერნი თბილისში“, და მას შემდეგ დღემდე ამ თემაზე ვმუშაობ, რაც მოცემულია საიტზე http://www.artnouveau-georgia.ge/0/activities/
ჩემი ძალისხმევის შედეგად, თბილისი 2000-იანი წლებიდან არის ამ სტილის ორი საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, ერთი ბრიუსელშია Reseau Art Nouveau Network https://www.artnouveau-net.euდა მეორე კი ბარსელონაში Art Nouveau Europan Route http://artnouveau.eu/en/city.php?id=56
მომავალ წელს, ოქტომბერში, ბარსელონაში ტარდება არ ნუვოს საერთაშორისო კონგრესი, სადაც ჟიურის წევრად ვარ მიწვეული, და სადაც ვაპირებ თბილისის მოდერნზე ახალი ქართულ-ინგლისური წიგნის პრეზენტაციას, რომლის სათაურია „არ ნუვო თბილისში - Art Nouveau in Tbilisi“.
იმედი მაქვს, გაიზიარებთ ჩემ შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე და ქართულ ვიკიპედიაში სიტყვა „არტ-ნუვო“ შეიცვლება საერთაშორისო ტერმინით „არ ნუვო“. რაც შეეხება მთლიანად ტექსტს, რომელიც საკმაოდ არაპროფესიულად არის წარმოდგენილი, სასურველია რომ ისიც შეიცვალოს. მაცნობეთ და ნებისმიერ დროს გამოგიგზავნით გამართულ და ამომწურავ ინფორმაციას არ ნუვოს ისტორიასა და საქართველოსში მის მრავალფეროვან მემკვიდრეობაზე.
პატივისცემით,
ნესტან თათარაშვილი,
არქიტექტორ-რესტავრატორი,
საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის კავშირის ხელმძღვანელი
P. S. ბუნებრივია, იგივეა სხვა, არ ნუვოს მომდევნო სტილის „არ დეკოს (Art Deco)“ შემთხვევაში, რომელივ ქართულ ვიკიპედიაში „არტ-დეკოდ“ წერია
ნესტან თათარაშვილი (განხილვა/წვლილი) 07:42, 1 დეკემბერი 2025 (UTC)
- ეს საკითხი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საკითხს და არ საჭიროებს ადმინისტრატორების ჩართვას. სტატიის შინაარსთან და სახელწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეთ სტატიის განხილვის გვერდზე ან ვიკიპედიის ფორუმზე. მადლობა, --Mehman 12:57, 2 დეკემბერი 2025 (UTC)
სტატია: ამირან ავალიანი
[წყაროს რედაქტირება]მოდერატორებს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მომეცა საშუალება გავრკვეულიყავი ვიკის სტანდარტებში ბიოგრაფიულ სტატიებთან დაკავშირებით. ამჟამად სტატია ამირან ავალიანის შესახებ დამუშავებული და შევსებულია. ახალი ტექსტი და წყაროები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00024770/
ამ ბმულის საფუძველზე გთხოვთ, აღადგინოთ სტატია
INAILAVA (განხილვა/წვლილი) 14:05, 2 დეკემბერი 2025 (UTC)
- მოგესალმებით. სტატია არ პასუხობს ვიკიპედიის შესაბამის პოლიტიკას და ამიტომ ვერ აღდგება. ასევე, არ არსებობს საკმარისი წყარო პიროვნების ენციკლოპედიური მნიშვნელობის დასადასტურებლად (მოწოდებულ ლინკზეც კი მხოლოდ ერთი გაზეთია წყარო) და მარტო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონი არ არის/ვერ იქნება პირის ენციკლოპედიური მნიშვნელობის განმსაზღვრელი. პატივისცემით, --Mehman 16:03, 2 დეკემბერი 2025 (UTC)
- დამატებითი წყაროების მოპოვებამდე, მხოლოდ დროებით აღვადგენ სტატიას. — Mehman 19:47, 2 დეკემბერი 2025 (UTC)
მომხმარებელ M.-სთვის შემმოწმებლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]მოგესალმებით. ეს არის ახსნა-განმარტება ადმინებისთვის და ასევე @M.-თვის, თუ რატომ ჩამოვართვი შემმოწმებლის სტატუსი მას. მიზეზი კი მარტივია: გახშირდა მომხმარებლის მიერ არაკონსტრუქციული და ვანდალური ცვლილებების დამოწმების ფაქტები, ბოლო ასეთი ფაქტია ამ ცვლილების დამოწმება, რომელიც აშკარა ვანდალიზმი იყო. ეს არაერთი ასეთი შემთხვევაა, რასაც მე პირადად წავაწყდი. ასევე, თუ მომხმარებლის განხილვის გვერდს შეამოწმებთ, ნახავთ, რომ სხვა ადმინები და მომხმარებლებიც აფრთხილებდნენ მას ამაზე. ბოლო ასეთი კონკრეტული შენიშვნა გასულ აპრილს მიიღო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამ მომხმარებელეს ეს სტატუსი უნდა ჩამოერთვას, რაც გავაკეთე, ვინაიდან მის ხელში ეს სტატუსი დეზინფორმაციის გავრცელების იარაღად იქცა, რაც ვიკიპედიისთვის დაუშვებელია. მომხმარებელს შეუძლია თავიდან მიმართოს ამ სტატუსის მისაღებად მინიმუმ 1 წლის შემდეგ, თუ გააუმჯობესებს თავის მოქმედებებს ამ მხრივ. მადლობა, — Mehman 11:54, 18 მარტი 2026 (UTC)
- მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან არცერთმა გაფრთხილებამ და რჩევამ არ გაჭრა.— Mikheil მიწერა 13:26, 18 მარტი 2026 (UTC)
- ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ტოვებს პირადი დევნის შთაბეჭდილებას
- წერია „გახშირდა ..... ფაქტები“ და მოყვანილია მხოლოდ ორი ფაქტი, აქედან ერთი ერთი წლის წინანდელი. ორი შეცდომა, დაშვებული ერთწლიანი ინტერვალით სამართლიანი მიდგომის შემთხვევაში ვერ ჩაითვლება „ფაქტების გახშირებად“ 2. .ვიკიპედია:შემოწმება მიხედვით შემმოწმების სტატუსის მისაღებად „კანდიდატის რეგისტრაციის დღიდან უნდა იყოს გასული 2 თვე, მას უნდა ჰქონდეს 150 რედაქტირება სახელთა ძირითად სივრცეში.“ ხოლო აღდგენის წესი შემდეგია „თუ მომხმარებელი დაარღვევს სტატიების შემოწმებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. დროშის მოხსნა შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრატორს. ამ შემთხვევაში, დროშის აღდგენა შესაძლებელია დაჩქარებული წესით.“ ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ერთწლიანი ვადა კი აღნიშნულ წესს არ შეესაბამება. მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას
- M. (განხილვა/წვლილი) 07:20, 19 მარტი 2026 (UTC)
- დიახ, გახშირდა. ზემოთ მოყვანილი ორი ფაქტის გარდა ძალიან ბევრი სხვა ფაქტიც არსებობს, რომლის აქ მისათითებლად დროის ხარჯვას არ ვაპირებ. რაც შეეხება დაჩქარებული წესით დროშის აღდგენას — ვერ ვხედავ საფუძველს თუ რატომ დაჩქარებული წესით უნდა აღვადგინო. ზემოთ მოყვანილი ის ფაქტიც, რომ თითქმის ერთწლიანი ინტერვალით (არა და ამის უამრავი ფაქტია ნაკლებ დროშიც) იგივე შეცდომას უშვებთ დამოწმებისას, მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წელიც ცოტაა თქვენთვის თქვენივე შეცდომის გასააზრებლად. ამიტომ ერთწლიანი ლოდინი მართებულია და გირჩევთ კარგად გაიაზროთ თქვენი შეცდომები, ნაცვლად იმისა, რომ აქ ტექნიკურ დეტალებზე დაიწყოთ დისკუსია. — Mehman 12:41, 19 მარტი 2026 (UTC)
Unused interface messages
[წყაროს რედაქტირება]Please delete the following interface messages, as they are no longer used:
See this SRM request and phab:T234776. NguoiDungKhongDinhDanh (განხილვა/წვლილი) 00:51, 25 მარტი 2026 (UTC)
გაკეთდა – Mehman 02:39, 25 მარტი 2026 (UTC)
სტატიის შეთავაზება ზაქარია ლაშქარაშვილზე.
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ პიროვნებაზე დავწერე სტატია, რომელიც არ დადასტურდა. არაენციკლოპედიური ღირებულების, ცნობადობის პირობების, წყაროთა სიმწირის გამო.
წყაროთა სიმწირე ნამდვილად პრობლემურია ამ შემთხვევაში, ქართულად არ მოიპოვება. თუმცა არსებობს ოფიციალური გერმანული ენციკლოპედია, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ. https://www.dissidenten.eu/ სადაც ამ ადამიანზე ცალკე სტატიაა დაწერილი. ამ წყაროს გათვალისწინებით, გერმანულმა ვიკიპედიამ უპრობლემოდ დაადასტურა სტატია Sakaria Laschkaraschwili. თვეზე მეტია, არსებობს რუსული და ფრანგული ვერსიებიც. უცნაურად გამოიყურება, ქართველ ადამიანზე სხვა ვიკიპედიებში იყოს სტატია და ქართულში არა. გთავაზობთ ასეთ ტექსტს
ზაქარია ლაშქარაშვილი (დ. 1954) - საბჭოთა პერიოდის ქართველი დისიდენტი. დააპატიმრეს 1983 წელს და საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71 მუხლით (ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდა), მიუსაჯეს 5 წელი პატიმრობა, 2 წელი გადასახლება. სასჯელს იხდიდა მორდავეთისა და პერმის ბანაკებში. განთავისუფლდა ამნისტიით. 1988 წელს, დატოვა სსრკ და გადავიდა საფრანგეთში. 1988-1992 წლებში, მუშაობადა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის, პარიზის ბიუროში.
ლინკი https://www.dissidenten.eu/laender/georgien/biografien/sakaria-laschkaraschwili
არსებობს ასევე, რამდენიმე რუსულენოვანი წყარო. ვიპოვე ოფიციალურად გამოცემული წიგნიც. ISBN კოდით. გვ.206 - სტატია ზაქარია ლაშქარაშვილზე. შეიძლება როგორც წიგნის, ასევე ელექტრონული ვერსიის ციტირება.
https://slovnik-disidentu.cz/static/slovnik_disidentu_ii_iv_ak.3f9b58ae.pdf
ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ლინკი - სათაური: საუბარი ზაქარია ლაშქარაშვილთან https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/69328?locale=ka
L.CRANACHI (განხილვა/წვლილი) 23:50, 4 აპრილი 2026 (UTC)
- უკვე დავწერე, რომ პირი არ აკმაყოფილებს ვპ:ბიოს პოლიტიკას, შესაბამისად მასზე სტატია ვერ დაიწერება აქ. სხვა ვიკიპედიაში რა და როგორ არის, ამას ქართულ ვიკიპედიასთან კავშირი არ აქვს. ასევე, გთხოვთ მეტჯერ არ შექმნათ ეს სტატია აქ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვანდალიზმად ჩაითვლება და გატარდება სანქცია თქვენს მიმართ. პატივისცემით, — Mehman 00:01, 7 აპრილი 2026 (UTC)
- "გასაგებია" სტანდარტი. ქართველი ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა "ცნობადი" სახე, პრაღაში გამოცემული ენციკლოპედიის სტანდარტს აკმაყოფილებს, თქვენსას ვერა. 9 კაცია საქართველოდან შეყვანილი, კოსტავასა და გამსახურდიასთან ერთადაა მაგ სიაში კაცი. ირაკლი ხვადაგიანი ეს სტატია რა ნიშნით აკმაყოფილებს ვპ ბიოს? ადამიანმა უნივერსიტეტი დაამთავრა, ლექტორი გახდა და ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მოხდილი. სტატია დაიმსახურა ამით? თან ისეთი... ჰეროიკული პასაჟებით, პატიმრობის საათებითა და პირადი ციტატებით :). 2019 წლიდანაა სტატია. მსგავსი ბიოგრაფიის 20 სახელსა და გვარს გეტყვით მარტო მე.
- Levan Berdzenišvili 193
- Giorgi Čanturia 195
- Tamar Čcheidze 197
- Zviad Gamsachurdia 198
- Tengiz Gudava 201
- Merab Kostava 203
- Zacharij Laškarašvili 206
- Valentina Pailodze 207
- Viktor Rcchiladze 209
- ამ სიიდან კიდევ რომელი არ აკმაყოფილებს? L.CRANACHI (განხილვა/წვლილი) 08:25, 7 აპრილი 2026 (UTC)
მომხმარებელმა L.CRANACHI მიიღო გაფრთხილება WP:OTHERSTUFF ტიპის არგუმენტების დაუშვებლობის შესახებ.--DerFuchs მიწერა 12:18, 7 აპრილი 2026 (UTC)
