დეივისის თასი
იერსახე

დეივისის თასი — პრესტიჟული საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. ატარებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ტურნირი პირველად 1900 წელს შედგა დიდ ბრიტანეთისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. 2005 წლიდან ტურნირში 134 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოსი. ყველაზე წარმატებული გუნდები არიან აშშ-ისა (მოგებული აქვს 32-ჯერ) და ავსტრალიის (მოგებული აქვს 28-ჯერ) ნაკრებები.
დეივისის თასის ანალოგიურია ფედერაციის თასი, რომელიც ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივისი თასის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-10-18 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||||||
