Object 292
| Obiekt 292 | |
|---|---|
|
Obiekt 292 კუბინკას ტანკების მუზეუმი | |
| ტიპი | ძირითადი საბრძოლო ტანკი |
| წარმომავლობის ქვეყანა |
|
| წარმოების ისტორია | |
| კონსტრუქტორი | OAO Spetsmash და VNIITransmash |
| შექმნის თარიღი | 1990–1991 |
| წარმოების პერიოდი | 1990 წლის სექტემბერი |
| რაოდენობა | 1 |
| მახასიათებლები | |
| წონა | 46 ტ |
| სიგანე | 3.525 მ |
| სიმაღლე | 2.193 მ |
| გათვლა / ჯგუფეული | 3 |
|
| |
| ჯავშანი | გრიხული და ჩამოსხმული ფოლადი და კომბინირებული, ჭურვებისგან დამცავი |
ძირითადი შეიარაღება |
152.4 მმ LP-83 გლუვლულიანი სატანკო ქვემეხი (30 ვაზნა, წუთში 6 გასროლი) |
| ძრავა | GTD-1000TF ტურბინა, 1 100 ც.ძ. |
| ძალის და წონის ფარდობა | 23.9 ც.ძ./ტ |
| დაკიდება | ინდივიდუალური ტორსიონული |
| კლირენსი | 450 მმ |
Obiekt 292, ანუ Object 292 (Объект 292) — კიროვის ქარხნის (JSC Spetsmash) საკონსტრუქტორო ბიუროსა და All-Russian Research Institute Transmash-ის მეცნიერების ექსპერიმენტული ტანკი. პროტოტიპი T-80U-ის ბაზაზე შეიქმნა. T-80U-ის შასიზე T-80BV-ის კოშკი განიერთო, 152.4 მმ გლუვლულიანი ქვემეხით გაძლიერებული. ახალ ქვემეხს 152 მმ-ის იგივე კამერის დიამეტრი ჰქონდა, მაგრამ გაცილებით გრძელი გახლდათ. ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობა იმგვარად გაიზარდა, რომ ტანკს პოტენციურად ერთი გასროლით იმ პერიოდის ნებისმიერი დასავლური ტანკის საბრძოლო მანძილზე განადგურება შეეძლო.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანკი T-80-ის შასიზე, ახალი კოშკით, LP-83 152.4 მმ გლუვლულიანი ქვემეხით არის შეიარაღებული. ნაჭდევიანი 152 მმ შეიარაღების მქონე ვარიანტი არასოდეს დასრულებულა. საბჭოთა ტანკების უმეტესობის მსგავსად, ქვემეხს ქვემოთ დახრის სუსტი კუთხე ჰქონდა; LP-83 ავტომატური მტვირთველის არსებობის მიუხედავად, ტყვია-წამლის შევსება უფრო ნელი გახლდათ. ლულის და კოშკის მობრუნების სიჩქარეც ჩვეულებრივ T-80-ზე ნელი გახლდათ — უფრო მძიმე ქვემეხის გამო. მიუხედავად საბრძოლო სიმრავლეობის შემცირებისა, სასროლი ძალა T-80-სა და სხვა ანალოგიურად შეიარაღებული საბჭოთა ძირითადი საბრძოლო ტანკების მაჩვენებელს აჭარბებდა. 1990 წლის სექტემბერში ტანკი დამთავრდა; 1991 წელს გამოცდები ჩატარდა. გამოცდებმა ქვემეხისა და თავად ტანკის მაღალი სტაბილურობა და სანდოობა გამოავლინა. ფინანსირების არარსებობამ, თუმცა, ტანკის გაუმჯობესებაზე შემდგომი სამუშაოები შეაჩერა.
ამ ახალი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის გახლდათ, რომ ახალი კოშკი T-80-ის სტანდარტული ძირითადი საბრძოლო ტანკის კოშკთან ურთიერთჩანაცვლებადი გახლდათ. საბრძოლო მასალის სადგომის ტევადობისა და ცეცხლის სიჩქარის გათვალისწინებით, ტანკი სულ 30 ვაზნა საბრძოლო მასალის შენახვას ახერხებს, მათ შორის 16 ავტომატურ მტვირთველში, წუთში 6 გასროლის სიჩქარით.[1][2][3][4][5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Объект 292თარგი:Link risk დაარქივებული 2010-03-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Obiekt 292.
- ↑ WarThunder forum.[მკვდარი ბმული]
- ↑ Obiekt 292.[მკვდარი ბმული]
- ↑ Andrei-BT Journal (8 October 2009).
