close
შინაარსზე გადასვლა

ტარსი კარბალასი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BERJAYA
ვიგოს დოკუმენტაციისა და ფემინისტური რესურსების ცენტრი, 2013 წლის 8 ოქტომბერი

ტარსი კარბალასი (ესპ. María Tarsy Carballas Fernández; დ. 2 ივნისი, 1934, ტაბოადა) — ესპანელი მეცნიერი. იგი პიონერია ესპანეთის ნოტიო ზომიერი სარტყლის ნიადაგების შესწავლის სფეროში.[1] 2009 წელს მას მიენიჭა კასტელაოს მედალი (Castelao Medal).[2] 2012 წელს მან მოიპოვა ქიმიური ბრწყინვალების ჯილდო ტყის ხანძრების პრევენციის შესახებ ჩატარებული კვლევისთვის.[3] იმავე წელს იგი მარია ხოსეფა ვონენბურგერ პლანელსის პრემიის ლაურეატიც გახდა.[4]

იგი იყო აგრარულ მეცნიერებათა დარგობრივი კომისიისა და მმართველი საბჭოს წევრი. მარია კვლევებს ატარებს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში მდებარე გალისიის ბიოლოგიურ მისიაში და ტყის ხანძრების პრევენციის აღიარებული ექსპერტია.

მარია კარბალიასი 1934 წელს ესპანეთის ქალაქ ტაბოადაში დაიბადა. მას ჟურნალისტობა ძალიან სურდა, თუმცა იმ პერიოდში ქალებისთვის ამ პროფესიაში დამკვიდრება რთული იყო. ამიტომ, მან მეცნიერებაზე ფოკუსირება გადაწყვიტა და 1958 წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტი ფარმაციის ხარისხით დაამთავრა. მოგვიანებით, 1963 წელს ქიმიურ მეცნიერებათა ხარისხი, ხოლო 1964 წელს ნანსის უნივერსიტეტში ფარმაციის დოქტორის წოდება მოიპოვა.

1960-იანი წლებიდან მან მუშაობა ესპანეთის სამეცნიერო კვლევების უმაღლეს საბჭოში (CSIC) დაიწყო, სადაც ნიადაგმცოდნეობას იკვლევდა. მისი სამეცნიერო ინტერესის მთავარი სფერო ხანძრისგან დაზარალებულ ტერიტორიებზე ნიადაგის აღდგენის გზების ძიება გახდა.

  • Ojea, Francisco Guitián; Fernández, Tarsy Carballas (1982) Suelos naturales de la provincia de Orense (es). Editorial CSIC - CSIC Press. ISBN 84-00-05175-0. 
  • Ojea, Francisco Guitián; Fernández, Tarsy Carballas (1976) Técnicas de análisis de suelos (es). Editorial Pico Sacro. ISBN 84-85170-09-1. 
  • Carballas, T. (1989). FAOUnesco mapa mundial de suelos. Leyenda revisada, Informes sobre recursos mundiales de suelos (es). Organización de las Naciones Unidas para la Agricultura y la Alimentación. ISBN 978-92-5-303022-4. 
  1. (1981) Migrations organo-minérales dans les sols tempérés, Colloques internationaux du Centre national de la recherchee scientifique. Paris: Éditions du C.N.R.S. ISBN 978-2-222-02681-5. 
  2. GALICIA.-Consello.-Tarsy Carballas, Diz-Lois, García Alén, Pérez-Barreiro y Marcos Valcárcel recibirán la Medalla Castelao 2009. Europa Press (2009-06-11). ციტირების თარიღი: 2024-02-07
  3. Una investigadora gallega gana el premio Excelencia Química 2012 es (2012-10-26). ციტირების თარიღი: 2024-02-07
  4. Tarsy Carballas recibe el premio Maria Jose Wonenburger Planeslls-2012 - ABC.es - Noticias Agencias (2018-02-21). ციტირების თარიღი: 2024-02-07