close
შინაარსზე გადასვლა

კუნძულოვანი სახელმწიფოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BERJAYA
მსოფლიოს კუნძულოვანი სახელმწიფოები
BERJAYA
სახმელეთო საზღვრების არმქონე სახელმწიფოები

კუნძულოვანი სახელმწიფოები — ერთ ან რამდენიმე კუნძულზე მდებარე და თავისი არც ერთი რეგიონის ხმელეთით მატერიკთან დაუკავშირებელი სახელმწიფო. ამ კრიტერიუმებით კუნძულოვანი სახელმწიფოები განსხვავდებიან სანაპირო ან ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისგან (რადგან თანამედროვე მდგომარეობით არ არსებობს ისეთი კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელსაც არ ჰქონდეს ზღვაზე გასასვლელი). 2015 წლისთვის მსოფლიოს 194 დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის 47 კუნძულოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია ითვლება კონტინენტურ და არა კუნძულოვან სახელმწიფოდ, მას არ გააჩნია სახმელეთო საზღვრები, რომელიც დამახასიათებელია კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის.

კუნძულოვანი სახელმწიფოების ჩამონათვალი ფართობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელმწიფოფართობი
კმ²
1ინდონეზია1 912 988
2მადაგასკარი587 041
3პაპუა-ახალი გვინეა462 840
4იაპონია377 837
5ფილიპინები300 000
6ახალი ზელანდია270 534
7დიდი ბრიტანეთი242 910
8კუბა110 860
9ისლანდია103 000
10ირლანდია70 273
11შრი-ლანკა65 610
12დომინიკელთა რესპუბლიკა48 422
13ტაივანი[1]36 006
14ჰაიტი27 750
15სოლომონის კუნძულები27 556
16ფიჯი18 367
17აღმოსავლეთი ტიმორი14 409
18ბაჰამის კუნძულები13 939
19ვანუატუ12 190
20იამაიკა10 991
21კვიპროსი9 251
22ბრუნეი5 765
23ტრინიდადი და ტობაგო5 128
24კაბო-ვერდე4 033
25სამოა2 831
26მავრიკი2 040
27კომორის კუნძულები1 862
28სან-ტომე და პრინსიპი1 001
29კირიბატი811
30ტონგა748
31დომინიკა746
32ბაჰრეინი711
33მიკრონეზიის ფედერაციული შტატები702
34სინგაპური683
35სენტ-ლუსია616
36პალაუ508
37სეიშელის კუნძულები454
38ანტიგუა და ბარბუდა442
39ბარბადოსი430
40სენტ-ვინსენტი და გრენადინები 389
41გრენადა345
42მალტა316
43მალდივები298
44სენტ-კიტსი და ნევისი261
45მარშალის კუნძულები181
46ტუვალუ26
47ნაურუ21

სახელმწიფოები, რომელთა დედაქალაქები მდებარეობს კუნძულზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატერიკს მიკუთვნებული ორი სახელმწიფოს — დანიის და ეკვატორული გვინეის — დედაქალაქები მდებარეობენ კუნძულებზე. ძველად ასეთ სახელმწიფოებს ასევე მიეკუთვნებოდა სიცილიის სამეფო და სარდინიის სამეფო.

  1. ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო; პრეტენზიას აცხადებს კონტინენტზე მდებარე ტერიტორიებზე.