close
შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/Wikimedia CEE Meeting 2026-ის სტიპენდია

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
BERJAYA

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრა (Wikimedia CEE Meeting) — ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში ვიკიმედიის პროექტებზე მომუშავე ვიკიმედიელებს და ვიკიპედიელებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანია ვიკიპედიის აქტიური რედაქტორების შეხვედრის საფუძველზე უზრუნველყოს ვიკიპედიის მდგრადი განვითარება. შეხვედრა, 2026 წლის 18-20 სექტემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართება.

უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შეხვედრის ვებ-გვერდზე.

ვიკიმედია საქართველო, ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების 1 (ერთი) რედაქტორსთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც დაფარავს პირის მგზავრობის, დაბინავების (კონფერენციის თარიღის შესაბამისად) და რეგისტრაციის ხარჯს.

სტიპენდიის გაცემა ხდება ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის გაცემის წესის შესაბამისად. სტიპენდიანტმა უნდა აკმაყოფილებდეს ეს წესი და ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები.

განაცხადის მიღების პერიოდი: 20 აპრილი, 2026, 00:00 საათი (თბილისის დროით) — 4 მაისი, 2026, 23:59 საათი (თბილისის დროით).

კრიტერიუმები

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების აქტიურ რედაქტორს. სტიპენდიის მიღებაზე განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

  • პირი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანი 2026 წლის 1 მაისის მდგომარეობით;
  • უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს დარჩენილი ღონისძიების დასრულების თარიღამდე — 2026 წლის 20 სექტემბრისთვის;
  • არ უნდა იყოს დაბლოკილი ვიკიმედიის (www.wikimedia.org) არცერთ პროექტში;
  • არ უნდა ჰქონდეს ვიკიმედია საქართველოს ან „ფონდ ვიკიმედიის“ შეზღუდვა ვიკიმედიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
  • არ უნდა ჰქონდეს სხვა ორგანიზაციიდან მიღებული სტიპენდია იგივე ღონისძიებაზე, პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობაზე;
  • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
  • 2026 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, უნდა იყოს ვიკიმედიის პროექტებში რეგისტრირებული მინიმუმ 1 წლის განმავლობაში;
  • 2025 წლის 20 აპრილიდან 2026 წლის 20 აპრილამდე, ქართულენოვან ვიკიპედიაში ან ვიკიმედიის ნებისმიერ სხვა პროექტში (ჯამურად) უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 2 000 რედაქტირება;
  • 2026 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, მინიმუმ ვიკიმედია საქართველოს 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

ვალდებულებები

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიანტი ვალდებულია ჩააბაროს ანგარიში სტიპენდიის გამოყენების შესახებ, მათ შორის, საჭიროებისამებრ სტიპენდიის გამოყენების ფინანსური ანგარიშიც. სტიპენდიანტმა უნდა წერილობით აღწეროს თუ რა მიზნებს და ამოცანებს მიაღწია და რა შედეგი მიიღო ორგანიზაციის მიერ გაცემული სტიპენდიის გამოყენებით.

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის მიღებით, სტიპენდიანტი ეთანხმება:

  • ვიკიმედია საქართველოს ან შეხვედრის ორგანიზატორების მიერ შერჩეული სატრანსპორტო (საჰაერო) საშუალებით თუ მეთოდით მგზავრობას, ორგანიზაციის მიერ შერჩეული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტში და იგივე მარშრუტით უკან;
  • დაბინავებას ვიკიმედია საქართველოს ან შეხვედრის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ ლოკაციაზე (სასტუმრო, ჰოსტელი, ბინა და ა.შ.);
  • ლოკალური ტრანსპორტირების (საქართველოსა და უცხოეთში) ხარჯების თავისით დაფარვას;
  • არასაკონფერენციო დღეებში კვების ხარჯების თავისით დაფარვას;
  • ვიკიმედიის ქცევის კოდექსის, კონფიდენციალურობის პოლიტიკის, მეგობრული სივრცის პოლიტიკის და ასევე ვიკიმედია საქართველოს წესდების და სხვა პოლიტიკების დაცვას.

შეავსეთ განაცხადი

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 4 მაისი, 2026, 23:59 საათი (თბილისის დროით).


შეავსეთ განაცხადი