close
შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/კონკურსები/2026/უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კვირეული

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კვირეული
BERJAYA

უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კვირეულივიკიმედია საქართველოს ერთჯერადი მარათონი ვიკიკლუბების წევრებისათვის. მარათონის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

მარათონი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან სტატიები უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური - 5 ქულა.

სტატია უნდა იყოს მხოლოდ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ, დაწერილი 20 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.

სტატიის დასაწერად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის ენოვან გვერდზე

წესები

მოთხოვნები სტატიისთვის
  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თბილისის დროით 2026 წლის 20 აპრილის 0:00 (UTC +4)-დან - 26 აპრილის 23:59 (UTC +4)-მდე.
  • სტატია უნდა იყოს მხოლოდ ამ თარგებიდან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 26 აპრილის, 00:00 (UTC +4)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • არ გამოიყენოთ თარგი {{subst:მუშავდება}} ერთდროულად ორზე მეტ სტატიაში;
  • დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
  • კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა დაიცვან სამართლიანი თამაშის წესები.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ოფიციალური ვიკიკლუბის წევრი.
  • კონკურსანტს არ შეუძლია დღეში 5 სტატიაზე მეტი სტატიის დაწერა.
  • შექმნილი სტატია დაუყოვნებლივ უნდა დაემატოს ხელსაწყოში.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

  • „ვიკიმედია საქართველო“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით (შესაბამისი კვოტების მიხედვით) გამარჯვებულ მონაწილეებს წაიყვანს ვიკიმედია საქართველოს მიერ ორგანიზებულ ვიკიბანაკში, რომელიც გაიმართება ბორჯომში 2026 წლის 8-12 ივლისს.
  • კლუბების მიხედვით კვოტები ასეთია: სამტრედია — 1; სურამი — 4; ხიდისთავი — 3; კასპი — 3; თბილისი 55 — 4; თბილისი-ქორალი — 4; რუსთავი — 1; კონკურსში მონაწილეები იმარჯვებენ კლუბის ფარგლებში (მაგალითად: თუ სურამის ვიკიკლუბიდან კვირეულში მონაწილეობა მიიღო 6-მა წევრმა, გამარჯვებული იქნება 4 უმაღლესი ქულის მქონე კონკურსანტი, რომელსაც გადაეცემა ბანაკის საგზური);
  • ბანაკის საგზურს მოიპოვებს თითოეული კლუბის შიგნით საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე ვიკიმედია საქართველოს განაწილებული კვოტების მიხედვით.

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

კოორდინატორი

ჟიური

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge